თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 21:32

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 10 იანვარს, 14:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით.

ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი.

ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის ხელითაა დაწერილი. აღნიშნული მასალა აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა. 

ალბომი მკვლევრებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის  მოღვაწეობით დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5