ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე წარსადგენი პროექტის „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 17:45

კულტურის სამინისტროში, 10 იანვარს, 11:00 საათზე, ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე   საქართველოს  სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტს ავტორი ვაჟიკო ჩაჩხიანი თავად წარადგენს. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო დაესწრებიან.

„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ - მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ 20 ნამუშევრიდან, სწორედ აღნიშნული პროექტი შეარჩია; ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომლებიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

პროექტის კურატორია  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  ჯულიან ჰეინენი, მწერალი სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003 – 2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენა („ვენეციის ბიენალე“). წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი). ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობის მიზნით, არსენალეს ტერიტორიაზე, შენობაში “Artiglierie” განისაზღვრა 115 კვ.მ.ფართობის სივრცე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტზე გამოცხადდა კონკურსი; მიღებულ იქნა 20 პროექტი, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ განიხილა.

კომისიის წევრები პროექტებს ინდივიდუალურად, ფარული კენჭისყრით 4 კრიტერიუმით აფასებდნენ: კონცეფცია და მისი შესაბამისობა ვენეციის ბიენალეს ძირითად კონცეფციასთან მიმართებაში; პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის გამოცდილება; ექსპოზიციის დიზაინი; ბიუჯეტის შესაბამისობა გამოფენის კონცეფციასა და ექსპოზიციის დიზაინთან მიმართებაში.

კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ გახდა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42