გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 13:27

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. აღინიშნა, რომ წელს საქართველო - ისრაელის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი უსრულდება, მაშინ როდესაც ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ორი ათას ექვსას წელს ითვლის, მას შემდეგ ჩვენი ხალხები საერთო მემკვიდრეობასა და ერთმანეთის უდიდეს ურთიერთპატივისცემას იზიარებენ.

შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. აღინიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისაკენ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ლიბერალურ, სტაბილურ, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალ ბიზნესგარემოსთან ერთად საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უკვე ხდის მას მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად.

შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობებსაც, რომელსაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობითა და ინტეგრაციით. დღესდღეობით მოქმედებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმი (GSP) აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან, ისტორიული მნიშვნელობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთთან.

ამ ყველაფრის გათვალისწილებით, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის კომპანიებს საქართველოში განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა მზარდ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა. გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, და ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების წევრები.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუვენ რივლინის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39