​საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 11:29

 საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლინი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46