გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს ორდენები გადაეცემათ

ორშაბათი, 09 იანვარი, 2017 - 13:15

10 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენი გადაეცემა.

სახელმწიფო ჯილდოებს და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე გადასცემს.უწყების სახელით მათ საახალწლო საჩუქრებსაც დაურიგებენ.

ცერემონიას დაესწრებიან ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ ჯარისკაცთა თანამებრძოლები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. დავით აღმაშენებლის გამზ. 68

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44