გადატრიალება რუსეთში, ომი ყირიმში, დონბასი უკრაინას უბრუნდება - ვლად როსის პროგნოზი 2017 წლისთვის

, 08 იანვარი, 2017 - 18:49

2017 წლის ბოლოს დონბასი უკრაინას უბრუნდება, ამ პერიოდში  ვლადიმერ პუტინი ტოვებს პრეზიდენტის სავარძელს, რისი მიზეზიც პოლიტიკური გადატრიალება გახდება, - პროგნოზირებს ოდესელი ასტროლოგი ვლად როსი.

ასტროლოგის თქმით, რუსეთში განვითარებული დრამატული მოვლენები ქვეყანაში პრობლემებს შექმნის და გააძლიერებს ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც მოყვება  ნავთობის ფასების შემცირება,  ხელფასებისა და პენსიების გაყინვა, გაიზრდება  დოლარის კურსი.

როსი რუსებს ურჩევს, თავი დაღწიონ  რუბლს, შეიძინონ უცხოური ვალუტა ან ძვირფასი ლითონები.

რაც შეეხება უკრაინას, როსის თქმით, დგება   შესაძლებლობა,  მშვიდობა  აღდგეს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ყირიმში ომს პროგნოზირებს. ასტროლოგი ირწმუნება, რომ ნახევარკუნძული  უკრაინას არ დაბრუნდება და მუსულმანურ ქვეყანას,  სავარაუდოდ, თურქეთს დარჩება.

2017 წელს უკრაინაში ახალი პარლამენტი იქნება არჩეული და მნიშვნელოვანი შესწორებები შევა კონსტიტუციაში, რაც წაადგება სახელმწიფოს.

ასტროლოგი  აშშ-სა და ევროპის მომავალსაც პროგნოზირებს, 2017 წელს საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ეს იქნება ერთი მამაკაცი, სახელად ალენი. გერმანიის კანცლერის  პოსტს ანგელა მერკელი დატოვებს და  მას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვლის.

მანამდე, ოდესელმა ასტროლოგმა ამერიკის  საპრეზიდენტო არჩევნებში  მამაკაცის გაპრეზიდენტება და მისი მართვის პერიოდში  რუსეთის მიმართ სანქციების შერბილება იწინასწარმეტყველა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41