ლევან გაჩეჩილაძის შვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

, 08 იანვარი, 2017 - 16:01

"გრეჩიხას" შვილი რატი გაჩეჩილაძე ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.  „რუსთავი 2-"ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას  თავდასხმაში ეჭვმიტანილ რატი გაჩეჩილაძისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

რატი გაჩეჩილაძე ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოში თვითონ  მივიდა და აღიარა, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხა, რის შემდეგ დააკავეს.

რატი გაჩეჩილაძე პოლიციამ უკვე დაკითხა, თუმცა  უცნობია, როდის წაუყენებენ ბრალს.

თავდასხმის შემდეგ რატი გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში თავდასხმის მიზეზი განმარტა.

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან.

ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!  

ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში,“- წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44