შსს-ს აკადემიაში კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაარსდა

, 08 იანვარი, 2017 - 14:26

შსს-ს აკადემიაში ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე დაესწრო და საზოგადოების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების 39-ვე მაგისტრი გაწევრიანდა. მომავალში მათ შსს-ს აკადემიის სხვა კურსდამთავრებულებიც შეუერთდებიან.

კურსდამთავრებულთა საზოგადოება თავისი წევრების აკადემიის ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვას, ასევე, გამოცდილების ურთიერთზიარებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის ეზოში სკვერი გაიხსნა, სადაც სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა სახელზე 39 ხე დაირგეს.

სკვერში ხეების დარგვის აქცია ტრადიციად იქცევა და მასში შსს-ს აკადემიის სამაგისტო პროგრამის ყველა კურსდამთავრებული მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44