ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა: უგულავას გათავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და გახლიჩა ნაციონალური მოძრაობა - ირაკლი გოგავა

შაბათი, 07 იანვარი, 2017 - 17:55

ყოფილი პარლამენტარი და საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლება გარიგება იყო, რითაც ხელისუფლებამ ქვეყანაში ორთვიანი არეულობა აიცილა.

"უგულავას განთავისუფლება "ოცნების" და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დაიდო. სწორედ ეს გაახმოვანა პრემიერის მეგობარმა დავით კოღუაშვილმა მაისში, როცა განაცხადა, რომ უგულავა მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ციხის გარეთო. კოღუაშვილმა მაშინ იჩქარა და კარტები გახსნა, რისთვისაც "გარიყეს" კიდეც პარტიიდან. უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა "რევოლუციური სცენარი" ჩაუშალა სააკაშვილს და ახალაიას დაჯგუფებას. ნაციონალური მოძრაობის ეს ფრთა გადატრიალებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ მქონდა ინფორმაცია უკრაინიდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არჩევანი შეზღუდული იყო: თუ უგულავას ციხიდან გამოსვლაზე უარს იტყოდა, მინიმუმ ორთვიან არეულობას მიიღებდა ქვეყანაში თავისი მიტინგებით, შეტაკებებით, ცემა-ტყეპით, ხაბაზის "ავტომაიდანით" და მოლოტოვის კოქტეილებით "თავისუფალი ზონისგან". ეს პროცესი დააქცევდა ქართულ ეკონომიკას. უგულავას გარეთ გამოსვლა აშკარაა, რომ გააძლიერებს ბოკერიას ფრთას ნაციონალური მოძრაობის შიდა დავაში.

ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა: უგულავას განთავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და გახლიჩა ნაციონალური მოძრაობა. ერთი კი უნდა ითქვას: თუ კანონი "შემსუბუქდა" უგულავასთვის, აუცილებელია ყველა იმ ადამიანის ამნისტირება, ვინც მსგავს ან ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე იხდის სასჯელს!

 ნაციონალური მოძრაობის ნაწილიც კატეგორიულად უარყოფს ასეთ შეთანხმებას, მაგრამ არ დაიჯეროთ! ზუსტად ისეა, როგორც მე აღვწერე. მე მგონი ამ პოსტკრიპტუმით "ექსპერტები" ჩამოვიშორე - აღარავინ მოინდომებს თავისი თავის გაშიფრვას. პოლიტიკოსები კი აუცილებლად იუარებენ - სხვა სვლა არ აქვთ", - აცხადებს ირაკლი გოგავა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58