პოლიტიკაში დამკვიდრდა უსინდისობა, ეკონომიკაში - ტყუილი - ირმა ინაშვილი სოციალურ აფეთქებას წინასწარმეტყველებს

, 08 იანვარი, 2017 - 11:06

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“  ირმა ინაშვილი სოციალურ აფეთქებას წინასწარმეტყველებს. 

ირმა ინაშვილი  დაშლილ ნაციონალურ მოძრაობასთან ხელისუფლების გარიგებებსა და მის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობს, ერთ-ერთ ფაქტად კი გიგი უგულავას საპყრობილიდან გათავისუფლებას ასახელებს.

"მე ნათლად ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი და ეს ფრთები ერთმანეთს ებრძვიან. მე ვხედავ, რომ "ქართული ოცნება" ყოველ ამ ფრთასთან მუშაობს და ცალ- ცალკე ურიგდება მათ... და ეს გარიგება არის უსინდისობა იმიტომ, რომ ეს არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ ამ გარიგების შედეგად, 500 000 ხმა დაუწერეს ნაცებს და მთელი 27 დეპუტატი გააყვანინეს პარლამენტში, ესეც უსინდისობაა, ესეც არაა სიმართლე და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ ამ გარიგებების შედეგად ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი გადაწყვეტილების შედეგია უგულავას გათავისუფლება. ესეც უსინდოსობაა და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდდა უსინდისობა, ეკონომიკაში- ტყუილი, ხალხზე არავინ არ ფიქრობს. ხალხის ცხოვრება დღითიდღე უარესდება. ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ აფეთქებას, რასაც მოჰყვება მიტინგები და ამას შეეწირება ეს ხელისუფლება. მე ამას ვწინასწარვმეტყველებ. მეტს აღარაფერს არ ვიტყვი!", - აცხადებს პარლამენტარი ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46