მარნეულში ტრადიციული ალილო გაიმართა

შაბათი, 07 იანვარი, 2017 - 15:54

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის ლოცვა–კურთხევით, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და კულტურის სახლის წინ დასრულდა.

შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. მსვლელობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მარნეულში მცხოვრები მოქალაქეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

მახარობლებს უკან ხარებშებმული ურემი მოჰყვებოდათ, სადაც გროვდებოდა შესაწირი ნობათი, რაც შემდგომ ქველმოქმედებას მოხმარდება.

ალილოს მონაწილეებს გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად გამგეობის წინ ტკბილეულით, სურსათითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით დატვირთულნი შეეგებნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46