გიორგი მღებრიშვილი შობის დღესასწაულს შსს-ს სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

შაბათი, 07 იანვარი, 2017 - 11:45

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შობის ღამეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზას ეწვია.

მინისტრი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გიორგი მღებრიშვილი, სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზის პირად შემადგენლობასთან ერთად, სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

აღნიშნული ტაძარი სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივითა და სახსრებით აშენდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5