პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საშობაო ლიტურგია აღევლინა

შაბათი, 07 იანვარი, 2017 - 11:42

 მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

სადღესასწაულო ლიტურგია დაწესებულებებში დილამდე გაგრძელდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ. პატრიარქის ინიციატივას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუერთდნენ და შობის დადგომისას 12 საათზე საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.  კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45