„ქედელების” ბინადრებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საშობაო საჩუქრები გადასცეს

შაბათი, 07 იანვარი, 2017 - 11:38

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია სოფელ ბოდბეში, სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის - თემი „ქედელების” ბინადრებს ესტუმრა, იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.

„თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის არსებობდეს ღირსეული თანაცხოვრების გარემო,“ - აღნიშნა ზაზა გრიგოლიამ.

პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტკბილეული გადასცეს, მასპინძლებმა კი, სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ხელთნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს და „ქედელების“ ბინადრებს სისტემატურად უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41