ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 06 იანვარი, 2017 - 18:55

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N 638 დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N 638 დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული  სახსრების ეფექტურობის ზრდა, როგორც მწვავე ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით.  სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია.

ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა.

ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები.", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39