ვიქტორ დოლიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ოთხშაბათი, 04 იანვარი, 2017 - 17:08

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტთან.

ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე.

ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯოებესების, ვაჭრობის განვითარებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების საკითხები. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

ვიქტორ დოლიძემ განიხილა 2017 წელს ნატოს სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41