სახალხო დამცველი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

ოთხშაბათი, 04 იანვარი, 2017 - 16:05

 საქართველოს სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უდიდესი პატივისცემით ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

უჩა ნანუაშვილი მადლიერებას გამოხატავს უწმიდესსა და უნეტარესისადმი ყველა კეთილი საქმისთვის და განსაკუთრებით მისი მუხლჩაუხრელი მცდელობისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ კონფესიებსა და ეთნოსებს შორის ტოლერანტული დამოკიდებულება და ურთიერთგაგება დამკვიდრდეს. დიდია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59