მამლის წელიწადი ვერძებისთვის, სასწორებისთვის და ტყუპებისთვის საუკეთესო წელი იქნება

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 - 20:09

მამლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები ვერძი, სასწორი და ტყუპებია. მამლის წელიწადში ზიდიაქოს ამ ნიშნებს განსაკუთრებით გაუმართლებს, ვერძებისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იქნება, - განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა იმედის დილაში.

უმძიმესი პერიოდი იქნება მშვილდოსნებისთვის. ასტროლოგი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოუწოდებს, არავითარი სარისკო მოქმედებები არ დაიწყონ, განსაკუთრებით ბიზნესსაქმიანობაში, რათა დანაკარგების და პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ.

მორიელს პრობლემები ექნება თებერვლის ბოლომდე, შემდეგ სიტუაცია მშვიდდება და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მისთვის ვარსკვლავური პერიოდი იწყება.

კუროსთვის წლის პირველი ნაწილი ნეიტრალურია, მეორე ნაწილი კარგი იქნება, რომელიც ხელს უწყობს იდეების განხორციელებას. საინტერესი შეხვედრებს, მოლაპარაკებებს და წარმატებებს.

ასტროლოგი კუროებს მოუწოდებს, წლის პირველ ნახევარში გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, არსებობს რისკები ინფექციური დაავადებებისა.

კირჩხიბებისთვის პირველი ნახევარი ნეიტრალურია, თუმცა არსებობს შეცდომების დაშვების ალბათობა, წლის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, მთავარია კირჩხიბი იქამდე შეცდომების გარეშე მივიდეს.

ლომისთვის ეს წელი კარგია, მაგრამ არა საუკეთესო.

ქალწულს წარმატებისთვის მაღალი შანსი აქვთ, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში, უუმჯობესდებათ ჯანმრთელობა, მატულობს ურთიერთგაგება კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან.

თხის რქას ასტროლოგი აქტიურობას ურჩევს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს წელი მისთვის საუკეთესოა.

მერწყულისთვის მამლის წელიწადი ნეიტრალური იქნება, ეს წელი მისთვის არც ცუდი და არც გადასარევი იქნება.

თევზებისთვის კარგი პერიოდია, შეუძლიათ წარმატებების მიღწევა შემოქმედებით სფეროში, შესაძლოა, წარმატებებსაც მიაღწიოს ბიზნესში. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იანვარ-თებერვალში დასჭირდებათ.

განსხვავებით ქარაფშუტა მაიმუნისგან, რომელიც არასერიოზული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, მამლის წელიწადი საუკეთესოა როგორც სასიყვარულო, ასევე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობებისთვის, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45