ტეხასელი ცოლ-ქმარი Apple-ს, თავიანთი 5 წლის გოგონას დაღუპვის გამო, სასამართლოში უჩივის

სამშაბათი, 03 იანვარი, 2017 - 16:38

აშშ-ში ცოლ-ქმარმა ტეხასის შტატიდან კომპანია Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. როგორც რია ნოვოსტი იუწყება, ისინი Apple-ს ავტოსაგზაო შემთხვევაში მათი ხუთი წლის ქალიშვილის დაღუპვაში ადანაშაულებენ.

ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა 2014 წლის დეკემბერში, დალასის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჯეიმს და ბეტანი მოდიზეტები თავიანთ ორ ქალიშვილთან ერთად ავტომანქანით მაგისტრალზე მიდიოდნენ, სამართალდამცავთა ნიშანზე სწრაფად შეჩერდნენ. მათ უკან მიმავალმა მძღოლმა გარეტ ვილჰელმმა ვერ შენიშნა, რომ ისინი გაჩერდნენ, რადგანაც იგი იმ დროისათვის FaceTime-ის საშუალებით საუბრობდა. მაღალი სიჩქარით შეჯახების შედეგად მოდიზეტების ოჯახის ყველა წევრი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი ქალიშვილი დაიღუპა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, მოდიზეტების ოჯახმა კალიფორნიის უზენაეს სასამართლოში სარჩელი 23 დეკემბერს შეიტანა და Apple-ის კორპორაციას ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თავისი მოწყობილობა უფრო უსაფრთხო კონფიგურაციით  არ დააპროგრამა, რომ ჩქაროსნულ ტრასაზე ყველასათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც 5 წლის გოგონას გარდაცვალება გამოიწვია, გარეტ ვილჰელმმა სასჯელი მოიხადა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2016 წლის აგვისტოში გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41