მალაიზიაში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული

სამშაბათი, 03 იანვარი, 2017 - 15:46

მალაიზიის აღმოსავლეთ სანაპიროდან, წყალდიდობის გამო, რამდენიმე ათასი ადამიანი იქნა ევაკუირებული. როგორც Associated Press-ი იტყობინება, კელენტანისა და ტრენგანუს შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა ათობით სკოლა და სოფლებში მიმავალი გზა.

„ამ დროისათვის მოსახლეობის ევაკუაციისათვის კატარღებსა და სატვირთო მანქანებს ვიყენებთ, თუმცა  გადაუღებელი წვიმის გამო წყლის დონის მომატება არის მოსალოდნელი.“- განაცხადა ტრენგანუს შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ წყალდიდობა ოთხდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. დატბორილ რაიონებში ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურის ორი ათასამდე თანამშრომელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46