ამერიკა წლის დასაწყისში პუტინსა და მის გარემოცვას ახალ სანქციებს უმზადებს

სამშაბათი, 03 იანვარი, 2017 - 13:16

ამერიკა 2017 წლის დასაწყისში  რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. შეზღუდვები შეეხება როგორც ეკონომიკის სფეროს, ასევე პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას.

აღნიშნული განცხადება ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ლინდსი გრეჰემმა გააკეთა.

"ჩვენ ვაპირებთ ახალი სანქციების დააწესებას, არსებული შეზღუდვების პარალელურად, რომელიც გავლენას მოახდენს ენერგეტიკისა და საბანკო სექტორზე. მათ შორის იქნება დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები, მათი ხელმძღვანელები და პირადად პრეზიდენტი პუტინი და მისი გარემოცვა", - განაცხადა  რესპუბლიკელმა სენატორმა.

ლინდსი გრეჰემის განცხადებით, მათ შეუძლიათ ბევრად მკაცრი სანქციების მიღება.

 "ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია რუსეთს შეცვლა აიძულო, პუტინის ლიდერობის პირობებში რუსეთის ეკონომიკამ მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. არ არის გამორიცხული, კონგრესმა  2017 წლის  დასაწყისშივე ახალი სანქციები დააწესოს", - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46