დედამიწაზე ყველაზე საშინელ ადგილად რუმინეთში ბერმუდის სამკუთხედად ცნობილი ტყე დასახელდა

ორშაბათი, 02 იანვარი, 2017 - 20:50

რეიტინგში "18 ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში, რომელიც ღამით მშვიდი ძილის საშუალებას არ იძლევა", რუმინეთში, ბერმუდის სამკუთხედად ცნობილი  ხოია-ბაჩუს ტყე ლიდერობს. მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გამოხმაურება ამ ტყეს მოჰყვა. 

დრაკულას ციხე-სიმაგრის გარდა,  ტყის გარშემო უამრავი ლეგენდები არსებობს, მათ შორის,   დაკარგულთა და  მოხეტიალე არსებების შესახებ. იდუმალი ტყით ბოლო პერიოდში უფოლოგები დაინტერესდნენ.

 რეიტინგში ასევე მოხვდა საფრანგეთის დასახლება ორადურ სიურ გლანი, რომელიც  გერმანელებმა 1944 წელს, მოსახლეობასთან ერთად მთლიანად გაანადგურეს.

ირლანდიური ციხე-სიმაგრე ლიპი, რომლის მფლობელები შერიგების საბაბით სადილზე მოწვეულ მტრებს მაგიდასთან ხოცავდნენ.

რეიტინგში მოხვდა ინდოეთის ქალაქი უატინგა, სადაც ყოველი წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ასობით ფრინველი თავს იკლავს.

საშინელ ადგილადაა მიჩნეული ჩინეთში  მიტოვებული დისნეილენდი, ამერიკაში, ცინცინატის დაუმთავრებელი მეტრო და გაზის კრატერი  თურქმენეთში, რომელიც "ჯოჯოხეთის კარიბჭის"  სახელწოდებით არის ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45