ტრამპის მცდელობას ანტირუსული სანქციების გაუქმების შესახებ, კონგრესი წინ აღუდგება

ორშაბათი, 02 იანვარი, 2017 - 17:57

დონალდ ტრამპის მცდელობას, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, ბარაკ ობამას დაწესებული ანტირუსული სანქციების გაუქმების შესახებ, კონგრესი  მკაცრი რეაგირებით შეხვდება, - აცხადებს წარმომადგენელთა პალატის წევრი  კალიფორნიიდან,  დემოკრატი ადამ შიფი.

როგორც შიფმა ABC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,  კონგრესი განწყობილია  რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის და იმ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ასახელებს, რომლებიც ინიციატივას მხარს უჭერენ.

 შიფის თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის მიერ გატარებული ზომები არ არის საკმარისი რუსეთის შესაკავებლად.

კონგრესმენი ასევე, ტრამპის კრიტიკით გამოდის, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა  დაზვერვის სამსახურის დასკვნები, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართვის შესახებ.

 "თუ მას სურს რაიმე ავტორიტეტი ჰქონდეს პრეზიდენტის პოსტზე, მან უნდა შეწყვიტოს ასეთი ლაპარაკი, უნდა შეწყვიტოს  დაზვერვის სამსახურების დაკნინება და მოუწევს დაეყრდნოს მათ მონაცემებს", - განაცხადა შიფმა.

"ეს არის  დაზვერვის სამსახურების აბსოლუტური გადაწყვეტილება კონგრესში დაზვერვის კომიტეტის ყველა წევრისთვის, როგორც  დემოკრატებისთვის, ისე რესპუბლიკელებისთვის. არც ერთ ჩვენგანს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვები არ გვაქვს.  ერთადერთი, ვისაც კითხვები გაუჩნდა,  როგორც ჩანს, დონალდ ტრამპია", - განაცხადა კონგრესმენმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5