ლაშა სტურუა, რომელიც თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს, თბილისელებს დახმარებას სთხოვს

ორშაბათი, 02 იანვარი, 2017 - 15:12

“პროგრესულ დემოკრატების” ლიდერი ლაშა სტურუა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის თანამდებობაზე იყრის კენჭს.

ამასთან დაკავშირებით, ლაშა სტურუა  თბილისელებს მიმართავს და დედაქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით თანამშრომლობას სთხოვს.

"ძვირფასო საზოგადოებავ! … როგორც იცით – მე – “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ (ადვოკატმა) – ლაშა სტურუამ, გადავწყვიტე და შესაბამისად გავაკეთე პოლიტიკური განაცხადი იმის შესახებ, რომ – 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – კენჭს ვიყრი – ქ.თბილისის მერის თანამდებობაზე…

აქედან გამომდინარე, რადგანაც ვთლი, რომ საზოგადოებაზე უკეთ ვერც დიაგნოზს დასვამს და ვერც რეცეპტს გამოწერს ვინმე, (ცალკე აღებული პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია) იმ კონკრეტულ პრობლემატიკაზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც აწუხებს დედაქალაქსა და მის მაცხოვრებლებს, გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის – საზოგადოებისათვის, რათა ვითხოვო თქვენგან დახმარება…

…კერძოდ: – გთხოვთ თუ კი არ დაიზარებთ, ამ ჩემს განცხადებაზე კომენტარების სახით დაურთოთ:

1. ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც,როგორც თბილისის მაცხოვრებლებს გაწუხებთ…

2. აგრეთვე თქვენი ზოგადი და კონკრეტული შეხედულებები, ქალაქის განვითარების შესახებ…

3. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებანი – თქვენს მიერვე დასმული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების შესახებ…

– აღნიშნულით, თქვენ დამეხმარებით მეც, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს, რათა ნათლად ჩამოვაყალიბო ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებისა და მასში მაცხოვრებელ თანამოქალაქეთა კონკრეტული პრობლემების მოგვარების ხედვა და რაც მთავარია დაეხმარებით საკუთარ თავსაც და საკუთარ ქალაქსაც, რათა სწორი გზით ვიაროთ ერთად და თბილისი რეალურად ვაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე ქალაქად, რომლითაც ყველა ერთად ვიამაყებთ, რადგან ამ ფორმით თანამშრომლობის შედეგად თითოეულ თქვენგანს ექნება მის აღორძინებაში შეტანილი წვლილი!

...იმედი მაქვს თქვენთან ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა! უღრმესი პატივისცემით, “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ქ.თბილისის მერობის კანდიდატი, (ადვოკატი) – ლაშა სტურუა".

ლაშა სტურუას ოფისის მისამართია: ქინქლაძის ქ. N1/2 – (ყოფილ მალაკნების ბაზართან) ტელ: 571 77 04 08

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51