თავდამსხმელმა, რომელმაც სტამბულში ღამის კლუბში ხალხი დახოცა, გაქცევა და მიმალვა შეძლო

, 01 იანვარი, 2017 - 22:26

თურქეთის  პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელმა, რომელმაც სტამბულში ღამის ბარში სროლა ატეხა, გაქცევა და მიმალვა  შეძლო. როგორც  მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, გაქცევაში მას შენობაში ატეხილი  პანიკა დაეხმარა.

ილდირიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დამნაშავე  კლუბში სანტა კლაუსის ფორმით იყო შესული.

მისი თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და  სროლის ატეხვის შემდეგ,  კლუბში იარაღი დატოვა და გაიქცა.

როგორც ცნობილი ხდება,  სამართალდამცავ ორგანოებს ვერსია აქვთ მისი ვინაობის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.

 ბოლო მონაცემებით, სტამბულში გუშინ ღამის კლუბში  თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა,  აქედან 16 უცხოელია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5