მამლის წელიწადი ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატების შანსს აძლევს

, 01 იანვარი, 2017 - 15:09

2017 წლი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით  დიდი მიღწევების წელი იქნება. ცეცხლოვან მაიმუნს ცეცხლოვანი მამალი ცვლის, რაც  წარმატებების მომტანი იქნება. მამალი, რომელიც  თავისებური ხასიათისაა და მისტიკასთან ასოცირდება,  მზის ენერგიას წარმოადგენს და  გამბედაობის, სიკეთის, სიმამაცისა და ერთგულების სიმბოლოა.

ვერძი - იმსახურებთ დასვენებას.  რთული ორი  წელი, რომელიც დევიზით "მთელი  ცხოვრება ბრძოლაა", წარსულში რჩება. დგება დრო, როდესაც თქვენი შრომა დაფასდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ფეხთით დაგეყრებათ, გამოიჩინეთ ძალისხმევა და ყურადღება არ მოადუნოთ.

კურო -  ცხოვრებისგან სიამოვნებას მიიღებთ.  წარსულში  წარუმატებლობა და მარცხი, ასევე დაძაბულობა სამსახურში უკან დარჩება.  ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, არ იძლევიან იმის გარანტიას, რომ ყველაფერი  შეუფერხებლად წავა, თუმცა ამ წელს წარსულში სულიერი და ფინანსური ზარალისთვის კომპენსაციას ნამდვილად  მიიღებთ.

ტყუპები -  პოზიტიური დრო დაგიდგათ. ეს წელი გამოცდილებას შეგძენთ და წარმატებებს მოგიტანთ. ყველა სახის ურთიერთობებში დადებითი სიახლეები გელით.

კიბო - დაემშვიდობეთ მძიმე ტვირთს, რომლის ტარება გიწევდათ. ფორტუნა  თქვენთვის ყველაზე საინტერესო ადამიანებს შეგახვედრებთ, რომლებიც მოგვიანებით ერთგულ მეგობრობას გაგიწევენ და თქვენს  გაზრდასა და განვითარებაზე იმოქმედებენ. ისინი ცხოვრების გაიოლებაში დაგეხმარებიან.

ლომი - შეიძლება ითქვას, ყველაფერი  თქვენს ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის ადამიანები ყველაფერს თავისი შრომით აღწევენ და ბედის მათკენ შემობრუნება მათსი  დაბნეულობას შეიტანს.  ბევრ არაპროგნოზირებად  სიტუაციებშიც კი ძალიან ხელსაყრელი შედეგზე გადიან.

ქალწული - გამოცდილება გაიმარჯვებს. ეს ის დროა, როდესაც მამალი მას არაერთ გამოწვევებს შესთავაზებს, თუმცა  ქალწული ყველაფერს უმკლავდება, ამისთვის მან სწორი ტაქტიკა უნდა აირჩიოს და შეძლოს  მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოყენება.

სასწორი - ყველანაირ  პრობლემებს აგვარებთ. ამ წელს  უამრავი შანსი გეძლევათ გაიუმჯობესოთ თქვენი კეთილდღეობა, უბრალოდ, არ დაიშუროთ  ძალისხმევა, ყველაფერი გაიაზრეთ,  იმოქმედეთ დამოუკიდებლად და პრინციპულად.

მორიელი - დიდი ცვლილებების ზღვარზეა! მისი ცხოვრება დაიყოფა "მანამდე" და "შემდეგ". ცვლილებების ქარი გაიძულებთ ძველ კოლეგებთან ურთიერთობა გაწყვიტოს, დამღლელ სამუშაოს ზურგი აქციოთ და  ცხოვრებაში გარდაქმნები შეიტანოთ. ცხოვრებისეული ცვლილებები კი  მსოფლმხედველობასაც სასიკეთოდ შეგიცვლით.

მშვილდოსანი - ამ წელს უამრავი  პერსპექტივები გელოდებათ. ოპტიმისტური ბუნების და  ძლიერი ენერგიის  მშვილდოსნები  ნებისმიერი პრობლემების ადვილად გადაჭრას შეძლებენ  და არა დროისა და ნერვების ხარჯზე. ამ წელს ვარსკვლავები მათ მხარეს არიან.

თხის რქა - დროა, თქვენ თავს მიხედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ თავში გაერკვეთ და იზრუნოთ საკუთარ  სრულყოფილებაზე.  აზროვნების  შეცვლა  დაგეხმარებათ  ყველაფერი სიკეთისკენ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და ბევრი დადებითი მხარე დაინახოთ . ამით კი ცხოვრება გაგიადვილდებათ და  მარტივი პრობლემები ისეთი უსაშველი აღარ მოგეჩვენებათ, როგორადაც აღიქვავდით.

 მერწყული - ეს თქვენი წელია! 2017  ყველა ასპექტში მერწყულების დროა. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში ამ ზოდიაქოს ნიშნებთან  მამალი სულიერად ძალიან ახლოს დგას. ამ პერიოდში  მათ უამრავი შესაძლებლობები გაუჩნდებათ,  წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

თევზები - სტაგნაცია დასრულდა! 2017 წელი დასამახსოვრებელი გახდება თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თევზებისთვის, თითქმის 10 წლიანი  ცხოვრების სირთულეებისა და სტაგნაციისა, მძიმე პერიოდი სრულდება.  როგორც ჩანს, რომ ისინი ღრმა ძილს თავს დააღწევენ და საოცარი ენერგიით გააგრძელებენ ცხოვრებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46