თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებში შეხვდა

, 01 იანვარი, 2017 - 12:31

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად შეხვდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ.

მინისტრმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი, 2017 წლის დადგომა პირადად მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მთელს საქართველოს და განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებს მივულოცო 2017 წლის დადგომა. ვუსურვო მათ გამთლიანება, გაძლიერება, ოჯახების წარმატება და ყოველივე სიკეთე. რეფორმები, რომელიც უკვე დავიწყეთ და რომლის დაწყებასაც ვგეგმავთ, მინდა მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და თავდაცვისუნარიანობისკენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, ოფიცერმა სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღება იგრძნოს და ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებში. ეს ჩვენი ამოცანაა და ერთობლივი ძალებით ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45