საპარლამენტო უმრავლების წევრმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 21:04

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ისკო დასენმა თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს არ იქნება ერთჯერადი და ხელისუფლება სოციალურად დაუცველ პირებს მომავალშიც დაეხმარება.

"დღეს ჩვენ შევკრიბეთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები და მივულოცეთ ახალი წელი. მინდა აღვნიშნო რომ ეს გაგრძელდება და არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ საახალწლოდ. მაქსიმალურად ყველაფერს ვიზამთ რომ უყურადღებოდ არ დავტოვოთ ყველა ვისაც უჭირს. კიდევ ერთხელ მინდა ყველას , მთელს საქართველოს მივულოცო ახალი წელი", - განაცხადა ისკო დასენმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46