სასჯელაღსრულების დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 16:54

 ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედებთან მყოფ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

კომპანიამ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან და ასევე, ორსულებს, საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ.

„კომპანია PSP-მ ინიციატივა გამოთქვა, მობრძანებულიყო ქალბატონებთან და მიელოცა მათთვის ახალი წელი. გვეწვია თოვლის ბაბუა, რომელსაც პატარები დიდი სიხარულით შეხვდენენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის“ - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

პატარებს საახალწლო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა და მინი გასართობი პროგრამაც შესთავაზა. მსჯავრდებულმა დედებმა სამინისტროსა და კომპანიას საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი