საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 14:49

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

"გილოცავთ ახალ 2017 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. ვისურვებდი, ახალი წლიდან თანადგომამ, შემწყნარებლობამ, ურთიერთპატივისცემამ და მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში.

მინდა განსაკუთრებით გავამხნევო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სოციალურმა გაჭირვებამ, შელახულმა უფლებებმა, ჯანმრთელობისა, თუ სხვა უამრავმა პრობლემამ საზეიმო განწყობა დაუკარგა, გისურვებთ ახალი წელი სულ სხვა იმედების, სხვა წარმატებების, დიდი მიღწევების, პრობლემათა დაძლევის, ახალი გამოწვევებისა და დადებითი ემოციების მომტანი ყოფილიყოს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდამ თქვენს გვერდით და თქვენი უფლებების დამცველი იქნება", -  პატივისცემით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39