ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საახალწლო ღონისძიებები გამართა

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 13:42

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

სახელმწიფო უწყების დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის რეგიონალურ სამმართველოთა წარმომადგენლები საქართველოს ათამდე ქალაქსა და რაიონს ეწვივნენ, ადგილობრივ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს. ომის ვეტერანთა შვილებისა და შვილიშვილებისთვის სადღესასწაულო კონცერტები გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ვახტანგ გორგასლის ორდენებით დაჯილდოებულ მებრძოლთა ოჯახებს საპატიო ჯილდოები გადასცა და დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

საახალწლო ღონისძიებები თბილისში, ვერის პარკში საახალწლო ზეიმით დასრულდა, რომელსაც ვეტერანთა შვილები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46