სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამემამულეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 12:35

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამემამულეებს  დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.

" საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალი წელს. გისურვებთ წინსვლას, ულევ წარმატებებს. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, 2017 წელი ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი.

მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, ჩვენ ისტორიულად ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ. ამ დღესასწაულებზე არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც არ ისვენებენ და ზრუნავენ მოქალაქეებზე. მათ შორის არიან სამართალდამცავები, რომლებსაც მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი, ისინი მუდმივად ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ ურთულესი შრომისთვის, რომელიც ყოლველდღიურად უწევთ.

ჩემი და გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავ და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონში შემავალი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად ზრუნავენ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, ექიმებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს - ადამიანებს, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზე კი, დასვენების გარეშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!" - პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41