"სამზარეულოს" დიპლომატიის დონე - რუსეთის პრეზიდენტის პასუხი ბარაკ ობამას

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 00:07

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი დიპლომატების  აშშ-დან გაძევებას და ახალ სანქციებს  სიმეტრიულად არ უპასუხებს და არანაირი  სურვილი არ  აქვს, "სამზარეულოს" დიპლომატიის დონეზე დავიდეს. 

 "ჩვენ არ შევუქმნით პრობლემებს ამერიკელ დიპლომატებს, ჩვენ მათ არ გაძევებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ავუკრძალავთ  მათ ოჯახებს  და შვილებს, იცხოვრონ ნაცნობ ადგილებში და შეხვდნენ საახალწლო დღესასწაულებს. უფრო მეტიც,  რუსეთში აკრედიტებული ყველა ამერიკელი დიპლომატის შვილები მიწვეულები არიან კრემლში საახალწლო ნაძვის ხეზე", - ნათქვამია პუტინის განცხადებაში, რომელიც  კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, პუტინის თქმით,  დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე,  რუსეთს  ყველანაირი საფუძველი გააჩნია იმისა, რომ ადეკვატურად უპასუხოს 35 რუსი დიპლომატის გაძევების ფაქტს, მაგრამ ამას არ გააკეთებს და  "სამზარეულოს" დიპლომატიის დონეზე არ დაეშვება.

 "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავის მოღვაწეობას ამ გზით ასრულებს", - განაცხადა პუტინმა და დამდეგი ახალი წელი ბარაკ ობამას, აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მიულოცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45