რუსეთის ფლოტი სრულად აკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას - რუსეთის გენშტაბის უფროსი

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 00:21

რუსეთის ფლოტი სრულად აკონტროლებს  შავი ზღვის აკვატორიას, -  განაცხადა  რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია-2016"-ის შედეგების შეჯამებისას.

რუსი გენერლის თქმით, შავი ზღვის ფლოტს შეუძლია  პოტენციური მტერის განადგურება, დისლოკაციის პორტებიდან გამოსვლისას.

"ამისთვის  შავი ზღვის ფლოტს ყველაფერი აქვს: დაზვერვის საშუალებები, სამიზნეების აღმოჩენა  მერყეობს 500 კმ-მდე  მანძილზე, სანაპირო კომპლექსი "ბასტიონი"  კი  - ბოსფორამდე. გარდა ამისა, გვაქვს   წყალქვეშა ნავები, "კალიბრის" რაკეტებით, საზღვაო ავიაცია, სტრატეგიული თვითმფრინავი ფრთოსანი რაკეტებით და ასე შემდეგ", -  აცხადებს გერასიმოვი.

პოტენციური მტერი, გერასიმოვის თქმით, ვერ მიაღწევს  ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.

"შავი ზღვის ფლოტს უნდა შეეძლოს  და ეს აჩვენა კიდეც, რომ მას შეუძლია  საკუთარი შესაძლებლობებით გაანადგუროს დესანტი გადაადგილებისას, თუნდაც დატვირთვის პორტებიდან", - ამბობს რუსი გენერალი.

 მისივე თქმით, დღეს შავი ზღვის ფლოტი "კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ".

"რამდენიმე წლის წინ, ფლოტის საბრძოლო შესაძლებლობები მკვეთრად განსხვავდებოდა, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალები აცხადებდნენ, რომ თურქეთი თითქმის მთლიანად აკონტროლებს  შავ ზღვას,  ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა", -  განაცხადა გერასიმოვმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44