რუსი დიპლომატების ამერიკიდან გაძევება მხოლოდ ნაწილია გამოუცხადებელი სანქციების - ამერიკელი პოლიტოლოგი

შაბათი, 31 დეკემბერი, 2016 - 00:04

35 რუსი დიპლომატის აშშ-დან გაძევება მხოლოდ ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ  ახალი სანქციებისა, რომელიც ჰაკერული შეტევების დახმარებით ამერიკის შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევას მოჰყვა, - აცხადებს ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის Center on Global Interests-ის ხელმძღვანელი ნიკოლაი ზლობინი.

როგორც ზლობინი «Известия»-სთან აცხადებს, რუსი დიპლომატების  გაძევება  ნაწილია  რუსეთის წინააღმდეგ იმ სანქციების  პაკეტისა, რომლის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამას ცოტა ხნის წინ განაცხადა.

"განიხილებოდა  სანქციების სხვადასხვა კომბინაციები. თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა სანქციების მხოლოდ ნაწილი, რომელიც მოიცავს მთელი რიგი რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას და რამდენიმე რუსული დიპლომატიური მისიების დახურვას. თუმცა, არსებობს გამოუცხადებელი სანქციები, რომელსაც ობამა არ მალავს, თუმცა არ გასაჯაროებულა და არ ვიცით, როდის ამოქმედდება გამოუცხადებელი სანქციები, თეთრი სახლი ამის შესახებ  ჯერჯერობით არაფერს ამბობს"- განმარტავს ექსპერტი.

ზლობინის თქმით, ახლა მთავარი ისაა,  როგორი იქნება სანქციების საბოლოო ვერსია და რა რეაქცია მოჰყვება რუსეთისა და  ასევე დონალდ ტრამპის მხრიდან, როდესაც 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად გახდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამ გადაწყვეტილებაზე  კომენტარს არ აკეთებს, მისი პოზიცია გაუგებარია. თეთრი სახლი კი პირობას დებს, რომ 2017 წლის დასაწყისში  გამოაქვეყნებს ვრცელ ანგარიშს აშშ-სა და მისი მოკავშირეების კომპიუტერულ ქსელებში  რუსული ინტერვენციის როლის შესახებ, რის შემდეგ ტრამპს მოუწევს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება", - განაცხადა ამერიკელმა ანალიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46