გორის მუნიციპალიტეტის 16 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდა

პარასკევი, 30 დეკემბერი, 2016 - 20:32

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გორის რაიონის სოფ. ქიწნისის მიმდებარედ, წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, დაზიანდა შპს სოკარ ჯორჯი გაზი“-ს კუთვნილი, ნაჭარმაგევი- ტყვიავი-მერეთის მიმართულების მკვებავი გაზსადენი. გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება შეუწყდა გორის რაიონის 16 სოფელს კერძოდ, ტყვიავს, ტირძნისს, ბროწლეთს, დიცს, ფლავს, ფლავისმანს, ქვეშს, ქვემო არცევს, ქერეს, კარბს, მერეთს, არბოს, ქორდის, ზარდიაანთკარს, გუგუტიაანთკარსა და კოშკას - სულ 5000-მდე აბონენტს.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად, ავარია ლოკალიზებულია. უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაზსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა დაიწყება დილიდან და სავარაუდოდ, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ყველა სოფელში 31 დეკემბრის 17:00 სთ-მდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის, მოსახლეობას სთხოვს ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები.

„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელი ხაზის ნომერია 16-144.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55