სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა დაინიშნა

პარასკევი, 30 დეკემბერი, 2016 - 19:59

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით კოდუა დაინიშნა, რომელიც 2014 წლიდან აქამდე, გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო.

გუბერნატორის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის კომერციის სკოლა (London School of Commerce - Cardiff Metropolitan University). მანამდე, დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა „ESM”-ში (თავისუფალი უნივერსიტეტი).

დავით კოდუა გუბერნატორის ადმინისტრაციამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. მას სტაჟირება გავლილი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში.

გუბერნატორის ახალი მოადგილე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55