ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლები გადასცეს

პარასკევი, 30 დეკემბერი, 2016 - 16:40

ახალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ოჯახი ახალ სახლში შეხვდება. მძიმე სოციალური საცხოვრებლის მქონე ოჯახებს თანამედროვე სამ და ოთხ ოთახიანი სახლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ საჩუქრად გადასცეს.

ლევან შონიამ სოფელ ჭაქვინჯში კობა გულორდავას 8 სულიან ოჯახს ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი სახლი გადასცა. გულორდავები აქამდე ავარიულ სახლში 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

ამ ეტაპზე, ახალი სახლები ჭაქვინჯის გარდა, ჭკადუაშის, ყულიშკარის, ოდიშის და უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენა. 19 ოჯახს სახლები წინა ოქტომბერსა და ნოემბერის თვეებში გადასცეს, პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 (ექვსასი ათასი) ლარია. 2015 წელს კი ასეთი სახლები 16 ოჯახს გადაეცა.

მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სპეციალურმა კომისისამ შეარჩია.

პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46