საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭო სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

პარასკევი, 30 დეკემბერი, 2016 - 18:31

 მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც  31 დეკემბერს აღინიშნება, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს თავჯდომარემ და წევრებმა შეხვედრა გამართეს და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. 

საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს თავჯდომარემ ისაკ ნოვრუზოვმა მშვიდობა უსურვა ყველა აზერბაიჯანელს, ქართველს, მრავალეროვანი საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა. მან საქართვველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, თბილისის მერს, რელიგიათშორის სააგენტოს იმ პირობების შექმნისათვის, რომელშიც ყველა აზრებაიჯანელი მოქალაქე ცხოვრობს საკუთარი ენით, რელიგიით, კულტურით და წეს ჩვეულებებით.

ნოვრუზოვმა განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია ll და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„საქართველო–აზერბაიჯანის მეზობლობა და მეგობრობა სამაგალითოა, თუ როგორი ჰარმონიით შეიძლება ცხოვრობდეს ორი სხვადასხვა რელიგიის სახელმწიფო“, – აცხადებენ უხუცერთა საბჭოს წევრები.

დასასრულს, აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირს და მედიაჰოლდინგ „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41