რუსეთი, თურქეთი და ირანი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ხუთშაბათი, 29 დეკემბერი, 2016 - 22:29

რუსეთი, თურქეთი და ირანი  საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ  სირიაში  გავლენის ზონებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების  შესაბამისად, - იუწყება replyua.

ინფორმაციას თურქეთის ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ავრცელებს. შეთანხმების მიხედვით, სირიის ლიდერი ბაშარ ალ-ასადი სრულად ინარჩუნებს უფლებამოსილებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ასადს შეცვლის კანდიდატი, რომელიც ნაკლებ დაპირისპირებას გამოიწვევს.

ჯერჯერობით, ეს ვარიანტი განხილვის პროცესშია, რის შემდეგ მას  შეუთანხმებენ  ბაშარ ალ-ასადს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სირიის ოპოზიციას და სპარსეთის ყურის ქვეყნება.

ცოტა ხნის წინ მოსკოვი და ანკარა  სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46