საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა და დავით აღმაშენებლის აკადემიამ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს

სამშაბათი, 27 დეკემბერი, 2016 - 20:03

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის საკონფერენციო დარბაზში, დავით აღმაშენებლის აკადემიისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი პრეზენტაციაგაიმართა. წარმოდგენილი იქნა ახალ სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მოდულური პროგრამის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარდგნენ და დავით აღმაშენებლის აკადემიის სერტიფიკატები გადაეცათ, სახელმწიფო მომზადება–გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დიზაინის მიმართულების მსმენელებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრების ჩვენება მოაწყეს.

ამასთან, აკადემიამ გამოავლინა და სიგელებით დააჯილდოვა წლის საუკეთესო სტუდენტი და წლის საუკეთესო თანამშრომელი. ხოლო წლის საუკეთესო პარტნიორად საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი დასახელდა. ~

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ სიტყვით გამოსვლისას  დამსწრე სტუმრებს დამდეგი  ახალი წელი მიულოცა და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ  მედიაჰოლდინგ „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ჟურნალისტები.

2017 წლის თებერვალში საქართველოს ჟურნალისთთა შემოქმედებითი კავშირი და დავით აღმაშენებლის აკადემია გეგმავენ ახალი მოდულური პროგრამის განხორციელებას ჟურნალისტიკის მიმართულებით – ონლაინ და ბეჭდური მედიის რეპორტიორი. ახალი მოდულური სწავლება განხორციელდება საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ბაზაზე არსებულ მედიაჰოლდინგ „ახალი საქართველოს“ (ტელევიზია „ახალი საქართველო“, „TV24“, რადიო „საქართველოს ხმა“ ინტერნეტ რადიო, საინფორმაციო სააგენტო „ჯეონიუსი“ და ხმის ჩამწერი სტუდია „კონსტანტინ ფეტერის“) რესურსებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55