მიხეილ სააკაშვილს სიმამრმა ჰოლანდიაში სახლი და აგარაკი აჩუქა

სამშაბათი, 27 დეკემბერი, 2016 - 00:12

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის  ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სიმამრმა ჰოლანდიაში მის საკუთრებაში არსებული სახლი აჩუქა. გარდა ამისა, სანდრა რულოვსის მამამ, რომელიც ჰოლანდიაში უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, საკუთრებაში ასევე აგარაკიც გადასცა.

როგორც  მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია Zik-თან განაცხადა, ცოლის მამამ საჩუქარი იმ შემთხვევისთვის გაუკეთა, თუ მის ოჯახს წასასვლელი არსად ექნება.

"როდესაც საქართველოში ჩემს წინააღმდეგ აღძრეს საქმე, არსებობდა საფრთხე დაპატიმრების. დააპატიმრეს ჩემი ქონება. ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ ერთ დღეს ჩვენ შეიძლება ქუჩაში აღმოვჩნდეთ. რა უნდა გავაკეთოთ? მაშინ მეუღლის მამამ გვითხრა, "კარგით, მაშინ დაბრუნდით  ჰოლანდიაში, თქვენს ქალაქში", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45