მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 - 12:34

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, გაიმართება საზეიმო მიღება, რომელიც ქართული ანბანის მსოფლიოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას ეძღვნება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თიბისი ბანკი. ღონისძიებაზე შედგება წიგნის „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ პრეზენტაცია, სადაც შეტანილია ქართული ანბანის ისტორია მისი სათავეებიდან დღემდე.

გამოიცა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული არამატერიალური მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამივე ელემენტი: ქვევრის ღვინო, ქართულ მრავალხმიანობა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.

თიბისი ბანკი პროექტში #წერექართულად ინიციატივის ეგიდით მონაწილეობს. #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია, რომელიც თიბისი ბანკმა გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ანბანის გაცოცხლება, მისი პოპულარიზება, ციფრულ სამყაროში გადატანა და გამდიდრებაა.

ქართული ანბანის მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო. შედეგად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შეტანილი იქნა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42