ხუთი პროდუქტი, რომელიც ხანდაზმულობას განაპირობებს

პარასკევი, 23 დეკემბერი, 2016 - 15:46

არსებობს პროდუქტები, რომელთა რეგულარული მიღება სიცოცხლის გახანგრძლივებას, მათ შორის, ფიზიკურ აქტივობებს უწობს ხელს.

 ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერთა კვლევები აჩვენებს, რომ ამის მიღწევა  საკმაოდ მარტივია, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთი პროდუქტს ყოველდღიურ მენიუში დაამატებთ. მეცნიერები  მინიმუმ 100 წლის სიცოცხლის გარანტიას იძლევიან.

კაკალი - მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ხშირად შეჭამთ კაკალს, მით უფრო ნაკლები რისკია შედარებით ახალგაზრდა ასაკში სიკვდილისა. გარდა ამისა, კაკალი აუმჯობესებს განწყობას. მკვლევარები დღეში ერთ მუჭა ნებისმიერი სახეობის კაკლის მიღების რეკომენდაციას იძლევიან.

ხორბლის სახეობა - მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ პური, მაკარონი და სხვა ცომეული შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. მარცვლეულის მიღება  ამცირებს საერთო სიკვდილიანობის რისკს  5%-ით, ხოლო   სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რისკს 9%-ით. თუმცა პურის შეფუთვაზე მინიშნებული უნდა იყოს, რომ  შემადგენლობაში 100% ხორბალი უნდა იყოს და არა სხვადასხვა მინარევები

ცხარე საკვები  - მისი მოხმარება თქვენს სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, თუმცა ალკოჰოლი უნდა გამორიცხოთ. ცხარე საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელებს შორის შეუთავსებლობაა.

ზღვის პროდუქტები  - მათი რეგულარული მოხმარება ამცირებს ანთებით პროცესებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

თევზი - კვლევებმა აჩვენა, რომ კაროტინოიდები, რომელსაც თევზი შეიცავს,  ნევროლოგიური დაავადებებისგან დაგიცავთ. გარდა ამისა, ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ომეგა-3-ს განეკუთვნებიან,  უჯრედების დაბერებას აჩერებენ და  მთელი სხეულის ახალგაზრდად შენარჩუნებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ომეგა-3 ხსნის ანთებით პროცესებს, ამცირებს ალერგიას,  გულისა  და ალცჰეიმერის დაავადებებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43