საფრანგეთში, მუსლიმანთა შეურაცხყოფისთვის, მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2016 - 18:30

პარიზის სასამართლომ რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციის ბრალდებით, ქალაქ ბეზიეს მერის, რობერტ მენარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. როგორც Agence France-Presse-ი იტყობინება, რობერტ მენარდიმ ერთ-ერთი გამოსვლის დროს, თავის ქალაქში მდებარე სკოლაში მუსლიმანი მოსწავლეების  რაოდენობას „დიდი პრობლემა“ უწოდა.

„ჩემი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეთა 91% მუსლიმანია. ეს დიდი პრობლემაა, ტოლერანტობას საზღვარი უნდა ჰქონდეს.“ - განაცხადა ქალაქ ბეზიეს მერმა.

რობერტ მენარდი თავს უდანაშაულოდ ცნობს. სასამართლოს პირველი მოსმენა 2017 წლის 8 მარტს იგეგმება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55