თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩზე თავდამსხმელის მშობლები და ნათესავები დააკავა

სამშაბათი, 20 დეკემბერი, 2016 - 13:22

თურქეთის პოლიციამ რუსეთის ელჩზე თავდამსხმელის დედა, მამა და ნათესავები, ასევე მისი კარის მეზობელი, სულ 6 ადამიანი დააკავა, - იუწყება  თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu 

სააგენტოს ინფორმაციით, ხელოვნების გალერეასთან, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციამ კორდონი უკვე მოხსნა.

შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდასხმა გუშინ, ამკარაში,  თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მოხდა, სადაც ფოტოგამოფენა "თურქების თვალით დანახული რუსეთი" მიმდინარეობდა.

კარლოვს ცეცხლსასროლი იარაღით 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმისას ორი თურქეთის მოქალაქე დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მკვლელობისას "არ დაივიწყოთ სირია" და "დიდება ალაჰს" ყვიროდა, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55