ყალბი დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და დაცვის თანამშრომელი დააკავეს

სამშაბათი, 20 დეკემბერი, 2016 - 11:32

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ფაქტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სულიკო კ. და ამავე უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი სევერიან კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა სულიკო კ. მ და დაცვის თანამშრომელმა სევერიან კ.-მ დაამზადეს და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრის ყალბი დიპლომი. აღნიშნულმა პირებმა ყალბი დიპლომის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვეს 2000 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვეს, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი გამოართვეს ყალბი დიპლომის გადაცემის დროს, რა დროსაც ისინი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42