კალიფორნიელმა მეცნიერებმა ათობით ნიუ იორკელის ზომბად გადაქცევა ახსნეს

ორშაბათი, 19 დეკემბერი, 2016 - 00:16

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ზაფხულს ათობით ნიუ იორკელის ზომბად გადაქცევა ახსნეს. როგორც მეცნიერებმა ჟურნალ  New England Journal of Medicine-თან განაცხადეს, დაზარალებულების დაზომბება ახალი შემადგენლობის ნაერთმა გამოიწვია, რომელიც დაგვიანებულ რეაქციაში, გარესამყაროს არაადეკვატურად აღქმასა და მეტყველების დაქვეითებაში გამოიხატებოდა.

თვითმხილველთა თქმით, ისინი ისე დადიოდნენ და ისეთ  უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ცოცხალი მიცვალებულები.

კალიფორნიელმა მეცნიერებმა მსხვერპლთა სისხლის ნიმუშების მიღება შეძლეს, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მათ პრეპარატი AB-FUBINACA ჰქონდათ მიღებული, რომლის შემქმნელი და დამპატენტებელი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ია.

ნივთიერების ფორმულა, რომელიც ცვლის ნერვული სისტემის მუშაობას, ხელში ფარულად მომუშავე  ქიმიკოსებს ჩაუვარდა.

მეცნიერთა გამოკვლევით ცნობილი გახდა, რომ  AB-FUBINACA 85-ჯერ მეტ გავლენას ახდენს ტვინზე, ვიდრე მარიხუანა და 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა სახის ქიმიურად აქტიური ნივთიერება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდი მიიჩნევს, რომ ახალ ნარკოტიკებთან ბრძოლა გაიოლდება, თუ სამართალდამცავი ორგანოები მეცნიერებთან  ითანამშრომლობენ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 12 ივლის 33 ნიუ იორკელი ნარკოტიკის შემცვლელი ნივთიერებით მოიწამლნენ. როგორც მედია წერდა,  დაზარალებულები დაქვეითებული ჰქონდათ რეაგირება და საუბარს ვერ ახერხებდმენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44