ანსამბლ „შავნაბადას“ მე-9 დისკის პრეზენტაცია გაიმართება

ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 2016 - 14:13

 16 დეკემბერს, 19.00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ანსამბლი „შავნაბადა“ ახალი, რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაციას და წლის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით  გამართავს.

16 დეკემბერს თიბისი გალერეაში, ანსამბლი 15 მდე სიმღერას შეასრულებს, საღამოში მონაწილეობას „შავნაბადასთან“ ერთად მარიამ როინიშვილი და სოფო გელოვანიც მიიღებენ. ანსამბლის წევრები წარმოადგენენ გასული წლის სრულ შემოქმედებით აქტივობას, საგასტროლო ტურნეს და სხვადასხვა პროექტებს.

ანსამბლი ,,შავნაბადა“ 2005 წელს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, ანსამბლმა მრავალი საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საგალობლების სასწავლო დისკების გამოცემა და სალოტბარო სკოლების დაარსება რეგიონებში, სადაც მოზარდები ქართულ სიმღერა-გალობას სრულიად უფასოდ ეუფლებიან. ამასთანავე, ,,შავნაბადა“ ხშირად მართავს საკონცერტო ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43