არტ-კაფე გალერეა „Home“-ში ნიკო კეკელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2016 - 12:53

19 დეკემბერს, ორშაბათს, 18.00 საათზე არტ-კაფე გალერეა „Home“ მხატვრისა და 1992-93 წლების ომის მონაწილის ნიკო კეკელიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის გრაფიკული ნამუშევრები. ნიკო კეკელიძეს ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვანი ვეტერანები გაიხსენებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული სტუმრები,ვეტერანი თანამებრძოლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ მისიათა კულტურის ატაშეები.

ნიკო კეკელიძე დაიბადა 1960. 26.02 წელს თბილისში, 1978 წელს  ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1982 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში ეწყობა მისი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას.

1978-84 გამოდის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რაგბის გუნდებში, შემდგომში დაინტერესდა კარატეთი. იყო საქართველოს ჩემპიონი.

1983 წელს წარჩინებით დაამთავრა,გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი ინტერიერის დიზაინის სპეციალობით.

1983 წელს ხდება ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი

1984 წელს გამომცემლობა „მერანის“ ფოიეში ეწყობა გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

1982-1987 მუშაობს თბილისის სამხატვრო საწარმოო კომბინატში, აფორმებს კულტურულ და საზოგადოებრივი დაწესებულებებს, გასართობი ცენტრების, სანატორიუმებისა და სპორტული კომპლექსების ინტერიერებს. საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

1986 წელს აარსებს დიზაინერულ ფირმას „უნივერსალი“. აფორმებს ქართული კულტურის სალონს ქ. ვენაში. ამყარებს კონტაქტებს ავსტრიის საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასრულებს სხვადასხვა გაფორმებით პროექტებს თბილისსა და უცხოეთის ქვეყნებში.

1988 წელს ახორციელებს ვერის პარკის კომპლექსურ რეკონსტრუქციას.

1990 წლიდან მისი თაოსნობით და ორგანიზებით ევროპის ქვეყნებში (ვენაში, ანტვერპენსა და ჰაიდელბერგში) ეწყობა თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენები, რაც მიზნად ისახავდა ფარგლებს გარეთ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას

1992 აქტიურ მონაწილეობას იღებს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, მონაწილეობს აფხაზეთსა და ოსეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

1993 წელს იღებს პოლკოვნიკის წოდებას და ინიშნება თავდაცვის მინისტრის მოადგილედ

1995 წელს მიენიჭა გორგასლის 2-ე ხარისხის ორდენი

1995 საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო მისი ნამუშევრების მემორიალური გამოფენა.

1999 გამოფენა მოეწყო პროფკავშირების კულტურის სახლში.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43